Author Archives: admin

 

Andronikashvili Lali

Art Historian, Chief Researcher of the Centre, Ph.D. 

Research field: History of the Georgian architecture 

Activity: Expert of the Fund for Cultural Heritage Preservation, Old Tbilisi Urban Development Project; Tbilisi Urban Heritage Recording Project

e:mail: laliandronikashvili@yahoo.com

  1. New Georgian Art, “Spektri”, Tbilisi, 1996;
  2. The Architecture of the 19th Century Prince’s Messuage, “Literatura da Khelovneba”, N3, Tbilisi,1996;
  3. Several Samples of Princes’ Messuages, “Dzeglis Megobari”, N3 (106), Tbilisi,1999;
  4. An Architectural Complex of Tsinandali, “Dzeglis Megobari”, N3, Tbilisi, 1999;
  5. The Domain of Alexander Chavchavadze in Tsinandali, “Dzeglis Megobari”, N1 (112), Tbilisi, 2001;
  6. Samples of the 19th Century Princes’ Messuages in Kartli, “Dzeglis Megobari”, N2, Tbilisi, 2001;
  7. Samples of the 18-19th Centuries Georgian Palaces in Kartli and Kakheti, Tbilisi, 2004 (an abstract);
  8. The Rules of Behavior with Monuments for Youngsters, Tbilisi, 2008;
  9. Recommendations for Monument Lovers or How to Behave with Monuments, Tbilisi, 2008.
Leave a comment
 

ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ქართული არქიტექტურა.
საქმიანობა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, ექსპერტი, ძველი თბილისის ურბანული განვითარების პროექტის შედგენა; თბილისის ურბანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის პროექტი.
რჩეული ნაშრომები: 1. XVIII-XIX საუკუნეების ქართული სასახლეების ნიმუშები ქართლსა და კახეთში, თბ., 2004 (ავტორეფერატი); 2. წინანდლის არქიტექტურული კომპლექსი, ძეგლის მეგობარი,N3, თბ., 1999; 3. XIX საუკუნის სათავადაზნაურო კარ-მიდამოს ნიმუშები ქართლში, ძეგლის მეგობარი, N2, თბ., 2001; 4. XIX საუკუნის სათავადაზნაურო კარ-მიდამოს არქიტექტურა, ლიტერატურა და ხელოვნება, 3, თბ., 1996; 5. ახალი ქართული ხელოვნება, სპექტრი, თბ., 1996.

  1. ახალი ქართული ხელოვნება, სპექტრი, თბ., 1996;
  2. XIX საუკუნის სათავადაზნაურო კარ-მიდამოს არქიტექტურა, ლიტერატურა და ხელოვნება,  N3, 1996;
  3. სათავადაზნაურო კარ-მიდამოს რამოდენიმე მაგალითი, ძეგლის მეგობარი,  N3 (106), 1999;
  4. წინანდლის არქიტექტურული კომპლექსი, ძეგლის მეგობარი,  N3, თბ., 1999;
  5. ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული წინანდალში, ძეგლის მეგობარი, N1 (112) 2001;
  6. XIX საუკუნის სათავადაზნაურო კარ-მიდამოს ნიმუშები ქართლში, ძეგლის მეგობარი,  N2, თბ., 2001;
  7. XVIII-XIX საუკუნეების ქართული სასახლეების ნიმუშები ქართლსა და კახეთში, თბ., 2004 (ავტორეფერატი);
  8. ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის, თბ.,2008;
  9. რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს, თბ.,2008.
Leave a comment
 

(1922, ს. სტეფანწმინდა – 1997, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975), პროფესორი (1976), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1987). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1944) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1948). 1949 წლიდან ამავე ინსტიტუტის თანამშრომელია, 1985 წლიდან – შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგე. 1968 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იკვლევდა შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ, დაზგურ და მინიატურულ მხატვრობას, შუა საუკუნეების ქართულ ქანდაკებას, თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას. აღსანიშნავია მისი ნაშრომები შუა საუკუნეების ქართული საერო პორტრეტის, ხელნაწერთა დასურათებისა და სვანეთის ფერწერული სკოლის, ქართული თეატრის დეკორატიული ხელოვნების შესახებ. მონაწილეობდა ქართული ხელოვნების, აგრეთვე ქართული და ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში; ბიზანტოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში.
რჩეული ნაშრომები: 1. Четыре портрета царицы Тамары, Тб., 1957; 2. Д. Какабадзе, Тб., 1958; 3. Росписи царского живописца Тевдоре в Верхней Сванетии, Соавторы Н. Аладашвили, А. Вольская, Тб., 1956; 4. ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა, ძეგლის მეგობარი, 9, თბ., 1967; 5. Художественный принцип иллюстрирования грузинской рукописной книги – XI нач. XIII вв. Тб., 1973; 6. Оформление постановок театров им. Шота Руставели и Котэ Марджанишвили, Ars Georgica, т.7, серия “Б”, Тб., 1976; 7. შექსპირი ქართული თეატრის მხატვართა შემოქმედებაში, საბჭოთა ხელოვნება, N3, 1977; 8. Памятники средневековой станковой живописи в Верхней Сванетии, сборник “Средневековое искусство. Русь. Грузия”, М., 1978; 9. Византия, Христианский Восток и формирование местных художесственных традиций в средневековой миниатюрной живописи Грузии и Армении, II მеждународный симпозиум по армянскому искусству в Ереване, на русск. языке в сборнике докладов, т.4, 1978; 10. ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, თანაავტორი თ. საყვარელიძე, თბ., 1979 (II გამოცემა – 1994); 11. Светский портрет в средневековой живописи Грузии, Тб.,1979; 12. Мозаичная портативная икона Св. Георгия из Верхней Сванетии, Ars Georgica, ტ. 8, თბ., 1979; 13. The Icons of Georgia (Tavi II წიგნში: Kurt Waitzman, Gaiane Alibegashvili, Aneli Volskaia, Manolis Chatzidakis, Gordana Babic, Michail Alpatov, Teodore Voinescu. The Icon, Arnoldo Mondadori Editore, Milano-Mladinska Knijga, Lubiana, 1981-1982; 14. La miniatura et le icone dipinte. La scultura. ( მე-4 და მე-5 თავი წიგნში: Gaiane Alibegashvili, Vachtang Beridze, Aneli Volskaia, Leila Xuskivadze: I tesore della Georgiana, Arnoldo Mondadori, Milano-Mladenska Knijga, Lubiana,1983; 15. Живописная школа Сванети, თბ., 1983 (соавторы Н. Аладашвили, А. Вольская); 16. Вновь открытый памятник грузинского иконописного искусства, Ars Georgica, сер. А, т. 9, თბ., 1987; 17. Роспись главного храма Успения Богоматери в Вардзии, Сб. “Пещеры Грузии, Спелеистика, Архитектура, живопись, керамика, ткани”,Тб., 1988; 18. Deux triptyques d, Oubissi: Icones georgiennes du style des Paleologues. Buzantine art Latin West. Art Historical Studies in Honour of Kurt Weitzmann, Princetone University, 1995.

  1. Четыре портрета царицы Тамары,  Тб., 1957;
  2. Д. Какабадзе, Тб., 1958;
  3. Творчество Уча Джапаридзе,  Ars Georgica, т.5. Тб., 1959;
  4. Росписи царского живописца Тевдоре в Верхней Сванетии (соавторы Н. Аладашвили, А. Вольская), Тб., 1956;
  5. თამარ მეფის ოთხი პორტრეტი, ძეგლის მეგობარი, 8, 1966;
  6. მხატვარი თეატრსა და კინოში, საბჭოთა ხელოვნება, 3, 1966;
  7. ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა, ძეგლის მეგობარი, 9, თბ., 1967;
  8. Художественный принцип иллюстрирования грузинской рукописной книги – XI нач. XIII вв. Тб., 1973;
  9. Оформление постановок театров им. Шота Руставели и Котэ Марджанишвили, Ars Georgica, т.7 (Б), Тб., 1976;
  10. Художественные тенденции грузинской средневековой живописи (к вопросу о светском портрете в грузинской монументальной живописи), XIV международный конгресс византинистов в Бухаресте, 1971  (Actes du XIVe congres international des etudes Byzantines. Bucqarest);
  11. შექსპირი ქართული თეატრის მხატვართა შემოქმედებაში, საბჭოთა ხელოვნება,  N3, 1977;
  12. Грузинское театрально-декорационное искусство, II Международный симпозиум по грузинскому искусству в Тбилиси на руск. и франц. языках,  Тб., 1977;
  13. Памятники средневековой станковой живописи в Верхней Сванетии, сборник “Средневековое искусство. Русь Грузия”,  М, 1978;
  14. Византия, Христианский Восток и формирование местных художесственных традиций в средневековой миниатюрной живописи Грузии  и Армении, II  Международный симпозиум по армянскому искусству в Ереване, на русск. языке в сборнике дакладов, т.4, 1978;
  15. ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, თანაავტორი თ. საყვარელიძე, თბ., 1979 (II გამოცემა  –  1994);
  16. Светский портрет в средневековой живописи Грузии,  Тб.,1979;
  17. Мозаичная портативная икона Св. Георгия из Верхней Сванетии, Ars Georgica, ტ. 8, თბ., 1979;
  18. The Icons of Georgia (თავი II წიგნში: Kurt Waitzman, Gaiane Alibegashvili, Aneli Volskaia, Manolis Chatzidakis, Gordana Babic, Michail Alpatov, Teodore Voinescu. The Icon, Arnoldo Mondadori Editore, Milano-Mladinska Knijga, Lubiana,  1981-1982, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სერბულ ენებზე;
  19. La miniatura et le icone dipinte. La scultura ( IV და V თავი წიგნში: Gaiane Alibegashvili, Vachtang Beridze, Aneli Volskaia, Leila Xuskivadze: I tesore della Georgiana, Arnoldo Mondadori, Milano-Mladenska Knijga, Lubiana,1983;
  20. Этапы развития средневековой  грузинской миниатюры  (IV меж-дународный симпозиум по грузинскому искусству, Тб.,1983, на груз. и франц. языках), თბ., 1983;
  21. Живописная  школа Сванети (соавторы Н. Аладашвили, А. Вольская), თბ., 1983;
  22. Вновь открытый памятник грузинского иконописного искусства,  Ars Georgica, т. 9 (А), თბ., 1987;
  23. Роспись главного храма Успения Богоматери в Вардзии, Сб. “Пещеры Грузии, Спелеистика, Архитектура, живопись, керамика, ткани”, Тб., 1988;
  24. Символика и тема светского портрета в грузинской средневековой монументальной скульптуре, Ars Georgica,  т. 10  (А), Тб., 1991
  25. Deux triptyques dOubissi: Icones georgiennes du style des Paleologues. Buzantine art Latin West. Art Historical Studies in Honour of Kurt Weitzmann, Princetone University, 1995.
Leave a comment
 

(1923, თბილისი – 2006, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1980), პროფესორი (1983). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1944) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1949). 1950 წლიდან მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტში, 1987 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 1968 წლიდან იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
ნ. ალადაშვილის მეცნიერული კვლევის საგანი იყო შუა საუკუნეების ქართული ქვის ქანდაკება და მისი მიმართება ბიზანტიურ, სომხურ, დასავლეთ ევროპის სკულპტურასთან, მონუმენტური ქანდაკების განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა, ქართული შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობა (კერძოდ, სვანეთის ძეგლები), თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება.
ნ. ალადაშვილი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისა და ქართულ-ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში; ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში.
რჩეული ნაშრომები: 1. ნიკორწმინდის რელიეფები (ფასადების სკულპტურის შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში), თბ., 1957; 2. Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966 (თანაავტორები: გ. ალიბეგაშვილი, ა. ვოლსკაია); 3. Средневековая монументальная скульптура грузии (фасадные рельефы V-XI веков), Москва 1977; 4. Композиции алтарной конхи в церквях Сванети, ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1983; 5. Gli Affreshi წიგნში: I Tesoti Della Georgia, G, Alibegashvili, V. Beridze, A. Volskaja, L. Xuskivadze. Arnoldo Mondadori editore, Milano, 1984; 6. დიმიტრი თავაძე (თეატრის მხატვარი), თბ., 1986; 7. Фасадные росписи Верхней Сванети, Ars Georgica, 9 (A), თბ., 1988 (თანაავტორი ა. ვოლსკაია); 8. Iconographic Programme and Style of the Sculpture of a Column in the South Gallery of Oški Church, Georgica II ბოლონია, 1988; 9. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების სხვადასხვა დარგის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება, N1-6, თბ., 1995; 10. Композиции Деисуса в грузинской скульптуре во взаимоотношении с его изображением в византийской пластике, ბიზანტინოლოგთა XVIII, 1991 წლის კონგრესის მასალები, შეპერდსტოუნი, 1996; 11. უფლისა და ღვთისმშობლის დიდების თემის ინტერპრეტაცია ადრეული შუა საუკუნეების ქართულ სკულპტურაში, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998; 12. მცხეთის XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძრის სკულპტურული დეკორი და მისი თეოლოგიური პროგრამა, ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი, თბ., 2000; 13. ზემო სვანეთი, შუა საუკუნეების ხელოვნება, გზამკვლევი, თბ., 2001 (თანაავტორი რ. ყენია); 14. ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვის რელიეფებზე (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები), ACADEMIA, N2, თბ., 2001; 15. ქართული სკულპტურის ბიზანტიურთან მიმართების საკითხი (ოშკის ტაძრის ვედრების რელიეფი – X ს.), ქართული ხელოვნების ნარკვევები, 1, თბ., 2001; 16. ფიგურული რელიეფების ადგილი დოლისყანის ეკლესიის ფასადების დეკორში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, 2, თბ., 2002.

  1. ნიკორწმინდის რელიეფები (ფასადების სკულპტურის შესახებ შუა  საუკუნეების საქართველოში), თბ., 1957;
  2. Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии,  1966  (თანაავტორები: გ. ალიბეგაშვილი, ა. ვოლსკაია);
  3. Краски и мастерство (о творчестве С. Вирсаладзе), Литературная Грузия, 11, 1971;
  4. Искусство Грузинской социалистической республики  (1921-1941), Искусство народов СССР, т. VII, М., 1972 (თანაავტორი გ. ალიბეგაშვილი)
  5. ქართველ მხატვართა ილუსტრაციები ვაჟაფშაველას ნაწარმოებებისათვის, Ars Georgica,  7-B, თბ., 1974;
  6. Средневековая монументальная скульптура Грузии (фасадные рельефы V-XI  веков), М., 1977;
  7. Некоторые особенности грузинской фасадной скульптуры X-XI веков, ქართული ხელოვნების II საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები,   თბ., 1977;
  8. Композиции алтарной конхи в церквях Сванети, ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1983;
  9. Gli Affreshi წიგნში: I Tesoti Della Georgia, G, Alibegashvili, V. Beridze, A. Volskaja, L. Xuskivadze. Arnoldo Mondadori editore, Milano, 1984;
  10. დიმიტრი თავაძე (თეატრის მხატვარი), თბ., 1986;
  11. Volkstümliche Strőmung in der Mahlschule von Svaneti, ქართული ხელოვნების V საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ბარი – ლეჩე, 1986;
  12. Фасадные росписи Верхней Сванети, Ars Georgica, 9-A, თბ., 1988 (თანაავტორი ა. ვოლსკაია);
  13.  Iconographic Programme and Style of the Sculpture of a Column in the South Gallery of Oški Church, Georgia II, ბოლონია, 1988;
  14. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების სხვადასხვა დარგის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება, N16, თბ., 1995;
  15. Композиции Деисуса в грузинской скульптуре во взаимоотношении с его изображением в византийской пластике, ბიზანტინოლოგთა XVIII, 1991 წლის, კონგრესის მასალები, შეპერდსტოუნი, 1996;
  16. უფლისა და ღვთისმშობლის დიდების თემის ინტერპრეტაცია ადრეული შუა საუკუნეების ქართულ სკულპტურაში. საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998;
  17. მცხეთის XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძრის სკულპტურული დეკორი და მისი თეოლოგიური პროგრამა, საერთაშორისო სიმპოზიუმი  – ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი, თბ., 2000;
  18. ზემო სვანეთი, შუა საუკუნეების ხელოვნება, გზამკვლევი, თბ., 2001 (თაავტორი რ. ყენია);
  19. ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვის რელიეფებზე (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები), Academia, N 2,  თბ., 2001;
  20. ქართული სკულპტურის ბიზანტიურთან მიმართების საკითხი (ოშკის ტაძრის ვედრების რელიეფი  –  Xს.), ქართული ხელოვნების ნარკვევები, I, თბ., 2001;
  21. ფიგურული რელიეფების ადგილი დოლისყანის ეკლესიის ფასადების დეკორში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, II, თბ., 2002;
  22. Un des monuments de lécole de peinture Svane (les peintures murales de léglise du   Sauveur dAdichi), ΑΜΠΉΔΏΝ, . მურიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი   კრებუ­ლი, ტ. I, ათენი, 2003;
  23. ხახულის ტაძრის სამხრეთი პორტალი, ქართული ხელოვნების   ნარკვევები, III, თბ., 2004
Leave a comment
 

(1885, ს. პეტერბურგი   –  1973, თბილისი)
ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ-ში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის, 1929-1934 წწ-ში საქართველოს სახელმწიფო  მუზეუმის თანამშრომელი, 1934-1941 წწ-ში ხელოვნების მუზეუმის «მეტეხი» ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე, 1941-1973 წწ-ში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1918-1948 წწ-ში თსუ პროფესორი, 1922-1940 წწ-ში თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922-1928 წწ-ში  – რექტორი), ჰალლეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

გიორგი ჩუბინაშვილის ერთი უმთავრესი საკვლევი საგანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია იყო. მან დაადგინა ქართული არქიტექტურის განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი, მისი საფეხურები და ნიშან-თვისებები, მონოგრაფიულად შეისწავლა ქართული სატაძრო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები (ბოლნისის სიონი, მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარი და მისი მიმდევი ეკლესიები, წრომი, სამწევრისი, კუმურდო, «სამი კათედრალი» და ა.შ.) ცალკე დაამუშავა კახეთის საეკლესიო და სამოქალაქო ხუროთმოძღვრება; დაწერილი აქვს ნარკვევები 1930-1950-იანი წწ-ის არქიტექტურის შესახებ. გ. ჩუბინაშვილმა დიდტანიანი შრომა მიუძღვნა ქართულ ლითონმქანდაკებლობასაც, რითაც დადგინდა შუასაუკუნოვანი ქართული პლასტიკის ისტორიის ძირითადი საფეხურები და თავისებურებანი.

შუა საუკუნეების მხატვრობის საკითხები განხილულია სახელოვნებათმცოდნეო-კულტურულისტორიულ მონოგრაფიაში გარეჯის კლდეში ნაკაფი მონასტრების შესახებ. გ. ჩუბინაშვილი წერდა მცირე ხელოვნების ქართულ (არმაზისხევის ოქროს ნივთები, სპილოს ძვლის ტრიპტიქონი რაჭიდან) თუ შემოტანილ (სირიული თასი უშგულიდან) ნიმუშებზე; გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები თავის თანამედროვე ხელოვანთა თუ მეცნიერთა შესახებ. იგი საგანგებოდ სწავლობდა მომიჯნავე ქვეყნების (პირველ რიგში სომხეთის, ასევე ინგუშეთის, აზერბაიჯანის) ხუროთმოძღვრებასა და რელიეფებს, დამუშავებული აქვს სპეციალური (ა. დიურერის «12 წლის ქრისტე» და სამეცნიერო-პოპულარული  (ლ. კრანახი, ე. ბარლახი, ფ. მაზერელი, კ. კოლვიტცი) ნაშრომები ევროპული მხატვრების შესახებ.

ბიბლიოგრაფია

  1. Заметки о Манглисском храме, საქართველოს მუზეუმის მოამბე,  NI, 1920-1922:
  2. ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, არილი, ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ტფ., 1925;
  3. რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან,  ტფ., 1926;
  4. “ქართლის დარბაზი”, Грузинские дарбази, საქართველოს სამხატვრო აკადემიის გამოცემა, ლითოგრაფიის სახელოსნო, ტფ., 1927;
  5. Die Kirche in Zromi und ihr Mozaik, Tiflis, 1934;
  6. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
  7. ქართული არქიტექტურის გზები, ტფ., 1936;
  8. Иранские влияния в памятниках архитектуры Грузии,  III Международный Конгресс по иранскому искусству и археологии, доклады, издание АН, Москва-Ленинград, 1939;
  9. Болнисский Сион,  Исследование по истории грузинской архитектуры, Известия ИЯИМК, т.9, Тб., 1940;
  10. Сирийская чаша в Ушгуле, Вестник Музея Грузии, т. XI – В, Тб., 1941;
  11. Архитектурные памятники VIII и IX  века в Ксанском ущелье,  Ars Georgica, 1, Тб., 1942;
  12. Кумурдо и Никорцминда, серия Академии архитектуры СССР, памятники грузинской архитектуры, выпуск 1, М., 1947;
  13. X და XI საუკუნეთა მიჯნაზე წარმოშობილი ქართული ჭედური ხელოვნების ხასიათის საკითხისათვის,   Ars Georgica,  2, თბ., 1948;
  14. Памятники типа Джвари, Тб., 1948;
  15. Пещерные монастыри Давид Гареджи, Тб.,1948;
  16. Один из памятников первостепенного значения грузинской чеканки в Сванетии,  Ars Georgica, 3, Тб., 1950;
  17. К вопросу о национальной форме в архитектуре прошлого,  Ars Georgica,  3, 1950;
  18. ქართული ჭედურობა (ალბომი), თბ., 1957;
  19. Лука Кранах, его жизнь и творчество, Тб.,1957;
  20. Грузинское чеканное искусство, Тб., 1959;
  21. Архитектура Кахетии, т.1-2,  Тб.,1959;
  22. Грузинское чеканное искусство, исследование по истории грузинского средневекового искусства, т. 2, Тб., 1959;
  23. Очерк развития в Грузии дофеодальной архитектуры,  Ars Georgica,  5,  Тб.,1959;
  24. Грузинское искусство эпохи Руставели, მაცნე, 5, 1966;
  25. Разыскания по армянской архитектуре, Тб.,1967;
  26. Цроми, М., 1969;
  27. Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1971;
  28. Из истории средневекового искусства Грузии, М.,1990;
  29. Вопросы истории искусства, т. 2, Тб., 2002.

 

Leave a comment
 

ავტორები: მ. ლილუაშვილი, დ. ხოშტარია,
ნ. ჭიჭინაძე

თბილისი, 2018, გვ. 160

ილუსტრირებულ წიგნში განხილულია XIX საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ტალღად ჩამოსახლებული პონტოელი ბერძნების საქმიანობა – არქიტექტურის, კედლისა და დაზგური მხატვრობისა თუ ლიტურგიკული ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე. ბერძენმა ოსტატებმა – ქვითხუროებმა და ხატმწერებმა – XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხელშესახები კვალი დატოვეს ქვეყნის ლამის ყველა კუთხეში. ეს წიგნი სწორედ მათი ნამოღვაწარის ზოგადი სურათის წარმოჩენას ემსახურება.

 

Leave a comment
 

ავტორები: ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი.

თბილისი, 2018, გვ. 172

ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელიც მოიცავს ორ ნარკვევს: ვახტანგ ბერიძის „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“ და დიმიტრი თუმანიშვილის  „ხუროთმოძღვრება და მშენებლობა 1917-1920 წლების საქართველოში“. წიგნი მდიდრულადაა დასურათებული 1918-1921 წლების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებით, ამ პერიოდში მოღვაწე პირთა ფოტოსურათებითა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებით, მოცემულია ქართული ტექსტის სრული ინგლისური თარგმანი და ილუსტრაციების ანოტაციები.

Leave a comment
 

ავტორები: თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე

424გვ.

წიგნი წარმოადგენს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი კვლევითი პროექტის დამაგვირგვინებელ ეტაპს. გამოცემაში “შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება” შევიდა დღემდე გამოუქვეყნებელი უამრავი მასალა, რელიეფები, რომელიც მანამდეც კარგად იყო ცნობილი თავიდან იქნა გადაღებული. ამ გამოცემის საშუალებით იქმნება უწყვეტი სურათი ქართული შუა საუკუნეების ქანდაკების განვითარების და რაც მთავარია, რადგან გამოცემის ძირითადი მიმართულება სამეცნიერო ხასიათისა იყო, ნაშრომში წარმოდგენილია ვრცელი კვლევები რაც მასალის პარალელურად სრულ სურათს ქმნის ქართული ხელოვნების აღნიშნული დარგის განვითარებისათვის, მითითებულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში.

Leave a comment