Author Archives: admin

 

ქართული ხელოვნება – Ars Georgica   (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შრომები). სარედაქციო კოლეგია: † ვ. ბერიძე, † ნ. ჯანბერიძე, † ვ. ცინცაძე,  დ. თუმანიშვილი, გ. მარსაგიშვილი, თ. საყვარელიძე, ი. ხუსკივაძე. პირველი კრებული გამოიცა 1942 წლის ივნისში. გამოსულია  I-XI ტ.

Leave a comment
 

2014 წლის 13-16 მაისს თბილისში გაიმართა V საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში”.
სიმპოზიუმი ორგანიზებულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებმა, მეცნიერებათა დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ და მეცნიერებათა დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ.
მათ წარადგინეს მოხსენებები: `ღმრთისმშობლის გამოსახვის ტრადიცია შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში~ და `აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისათვის~.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და სასულიერო პირები.

Leave a comment