10.05.2017 – ცენტრმა უმასპინძლა პოლონელი, უკრაინელი და ბელორუსი ხატმწერების გამოფენას. ღონისძიება საქართველოში პოლონეთის საელჩოს სრული მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ასევე ჩამოსულები იყვნენ თავად ავტორები, რომელთა ნამუშევრებიც თანამედროვე საეკლესიო მხატვრობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სა დაინტერესო იყო როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე უბრალოდ დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც.
ცენტრი, როგორც პარტნიორი მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში (PORTUS. Black Sea Cultural Port in Action), რომელიც 2017 წელს წარდგენილ იქნა, ევრო-კავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამაში, წამყვანი ორგანიზაციაა: European Centre of Byzantine and Postbyzantine Monuments (EKBMM) , თესალონიკი, საბერძნეთი. დამტკიცების შემთხვევაში პროექტის განხორციელება დაიწყება2018 წ. ეს პროექტი არის ლოგიკური გაგრძელება 2012-2015 წლებში განხორციელებული ორი საერთაშორისო პროექტის : “OLKAS.From the Aegean to the Black Sea – Medieval Ports in the Maritime Routs of the East” და “LIMEN. Cultural Ports from Aegean to the Black Sea”, რომელთა განხორციელებაში გ.ჩუბინაშვილის ცენტრი მონაწილეობდა როგორც პარტნიორი.
2014 წლის 6 ნოემბერს მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობის თხოვნით ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ ლორა ტაქს. თბილისის მერის ბ-ნ ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარის გ. ალიბეგაშვილთან ერთად მ. დიდებულიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში და დაწვრილებით წარუდგინა ქ-ნ ტაქს 1997-2002 წლებში ძველ თბილისში მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები.





