“საზაფხულო სკოლა”

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ინსტიტუტისა და ბაზელის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი.

2009 წლის 9-13 სექტემბერს თბილისში ჩატარდა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრისა და  ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, ასევე ცენტრის სტაჟიორებს ჩაუტარდათ დარგში ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების ანალიზისა და გამოყენებისადმი მიძღვნილი ლექციების კურსი.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდენ  ევროპული უნივერსიტეტების წამყვანი სპეციალისტები  – გერჰარდ ვოლფი, ბარბარა შელევალდი, ანეტ ჰოფმანი, ბეატე ბეკჰემი, მანუელა დეჯორჯი, ბერნდ ნიკოლაი, კატრინ მიულერი, ვერა ბეიერი (ბაზელის, ბერნის, ჰაიდელბერგის, ბერლინის უნივერსიტეტებიდან). ლექციების მსვლელობისას მოეწყო გასვლითი ექცპედიციები მცხეთაში, ატენსა და ყინცვისში, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული მოკლე მოხსენებები.

ამ პროექტის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ქართველ სტუდენტთა მივლინება ევროპის სახელოვნებათმცოდნეო კვლევით ცენტრებში.

მაქს პლანკის ინსტიტუტთან გ.ჩუბინაშვილის ცენტრს ხანგძლივი თანამშრომლობა აკავშირებს –  ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი მაქს პლანკის ინსტიტუტის დამაარსებლის, აუგუსტ შმარზოს მოწაფე გახლდათ.

2006 წლიდან საქართველოში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეგულარულად ეწყობა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ერთობლივი საერთაშორისო სემინარი. 2008 წლიდან ფლორენციის ინსტიტუტში  მოქმედებს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ამსახველი ფოტო არქივი, რომელიც უცხოელ მკვლევართ ქართული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გაცნობისა და კვლევის  საშუალებას აძლევს. 

Leave a comment
 

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრ

2009 წლის 12 ივნისს თბილისის სამხატვრო აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ლევან რჩეულიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

მოგონებები და გამოსვლები

გია ბუღაძე
დიმიტრი თუმანიშვილი
მარიამ დიდებულიძე

მოხსენებები

კიტი მაჩაბელი 
ქვაჯვარები, როგორც Spolia  შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში

თამაზ სანიკიძე 
VIII-IX სს-ის ქართული ხელოვნების თავისებურებათა ერთი ასპექტის  შესახებ

გიორგი პატაშური 
ზემო სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების ტიპოლოგია

მარინე ბულია 
საკრებულო ტაძრების ჩრდილოეთ სადგომთა მოხატვის ტრადიცია  დავით-გარეჯის მონასტრებში

ასმათ ოქროპირიძე 
სხეულის წერისათვის მართმადიდებლურ მხატვრობაში

ქეთევან აბაშიძე 
ჰუჯაბის მონასტრის ისტორიისათვის

ნანა კიკნაძე
თიხის გუმბათი ალვანის ეკლესიიდან

ლალი ანდრონიკაშვილი
წინანდლის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის შედეგები

სამსონ ლეჟავა
კოლხური ოდა სახლი და იაპონური ხუროთმოძღვრების სივრცითი სტრუქტურა

ელენე თუმანიშვილი
რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული კოლექციის ზოგადი დახასიათებისათვის
(XIX ს-ის 20-40-იანი წლების ესკიზები)

თამარ ბელაშვილი
სცენოგრაფიული სივრცის ძირითადი მახასიათებლების შესახებ

ლიანა ანთელავა
სივრცე-დროის ტრანსფორმაციის საკითხი XX საუკუნის ქართულ  მხატვრობაში

Leave a comment
 

2009 წლის 4 მაისს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრმა ჩაატარა საქართველოსადმი მიძღვნილი ყოველწლიური მესამე სიმპოზიუმი
“საქართველო ევროპულ და აზიურ კულტურათა გზაჯვარედინზე”.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი მარიამ დიდებულიძე და ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მზია ჩიხრაძე.

მარიამ დიდებულიძემ სიმპოზიუმზე წაიკითხა მოხსენება “აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა”, მზია ჩიხრაძემ – “ინტეგრაცია/ექსპანსია, ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობები 1910-1980-იან წლებში”.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებსაიტები: http://www.gaccgeorgia.org/;
http://www.symposiumgeorgia.org/NY2009/IndexNY2009a.htmlhttp://www.harrimaninstitute.org/events/conferences.html

Leave a comment