თვითნასწავლი მოქანდაკის თემურ ჭილაიას პერსონალური გამოფენა

ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო თვითნასწავლი მოქანდაკის თემურ ჭილაიას პერსონალური გამოფენა. ავტორმა დამთვალიერებლის წინაშე წარმოადგინა სხვადასხვა მასალაში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ხეში, მინასა და ქვაში. ამასთან როგორც მცირე მრავალშრიანი პლასტიკის ნიმუშები, ასევე აკადემიური მრგვალი ქანდაკება. გამოფენა მნიშვნელოვანი იყო არაპროფესიონალი, თვითნასწავლი ხელოვანების შემოქმედების წახალისებისა და პოპულარიზების თვალსაზრისით.