გამოფენა

გამოფენა „საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“, რომელიც 10 დეკემბერს გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“ ფარგლებში, გაგრძელდება 19 დეკემბრის ჩათვლით.
გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური საარქივო მასალა:

◾1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტოები (პირველად გამოიფინება)

◾ ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტომასალა
◾ გიორგი ჩუბინაშვილის პირადი ფოტო მასალა, ხელნაწერები და წერილები
გამოფენის ნახვა შესაძლებელია:
ორშაბათი-პარასკევი, 12:00-18:00 საათამდე
📍 მისამართი: ათონელის ქ. 9 (ARS GEORGICA – ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზი)
Leave a comment
 

7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.

ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.

გამოფენა 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 

Leave a comment
 
 
 
 
 
 

ექსლიბრისი