2022 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნების პრეზენტაცია:
არქიტექტურის რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართვეოში (მ.დიდებულიძე, დ.ხოშტარია, ნ.ჩიტიშვილი, ქ.საბაშვილი)
მხატვრები შუა საუკუნეების საქართველოში (ქ.მიქელაძე, მ.დიდებულიძე, თ.ხოსროშვილი, გ.გაგოშიძე)
საფლავის ძეგლები XVII – XIX სს.-ის საქართველოში (ე.კვაჭატაძე, ს.ლეჟავა, მ.ლილუაშვილი, გ.პაპაშვილი, ნ.არონიშიძე)
სამივე წიგნი მომზადებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევების და საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა).
12 ნოემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პირველი ეტაპის პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მსხვილი გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საფასადო ქვის წყობის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 10 თვე, ჩატარდება კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება კონსერვაციის სტრატეგია და შემუშავდება ჩარევის დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი შეეხება ტაძრის ქვიშაქვის საფასადო წყობას (ოთხივე ფასადსა და გუმბათის ყელს), რაც საერთო ჯამში შეადგენს ზედაპირის დაახლოებით 1200 კვ. მ-ს.
31.03.17 – ცენტრში გაიმართა გ.ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების თარიღს 1 აპრილს.
7.02 – წიგნის “უცნობი სერგო ქობულაძე” პრეზენტაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროში
კავკასიის უნივერსიტეტმა ცენტრში წარმოადგინა ტაო-კლარჯეთის შემსწავლელი ექსპედიციების ანგარიში.
ცენტრში ცნობილმა ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორმა თამარ ნემსაძემ განსახილველად წარმოადგინა კუმურდოს ტაძრის რესტავრაციის პროექტი














