Author Archives: admin

 
 

12 ნოემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პირველი ეტაპის პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მსხვილი გრანტის ფარგლებში.

პროექტის მიზანია ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საფასადო ქვის წყობის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 10 თვე, ჩატარდება კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება კონსერვაციის სტრატეგია და შემუშავდება ჩარევის დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი შეეხება ტაძრის ქვიშაქვის საფასადო წყობას (ოთხივე ფასადსა და გუმბათის ყელს), რაც საერთო ჯამში შეადგენს ზედაპირის დაახლოებით 1200 კვ. მ-ს

Leave a comment
 
 
 

ავტორები:

ირინე ელიზბარაშვილი

მანანა სურამელაშვილი

ციცინო ჩაჩხუნაშვილი

490 გვერდი

წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.

წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის  (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წიგნის ელექტრონული ვერსია

Leave a comment
 
 

Photo Hisotry 1941-2005