2011 წლის 20-24 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა”.

კონფერნციაზე მოხსენებები წაიკითხეს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა:
თამარ ხუნდაძე – “მეფეთა გამოსახულებანი ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ქანდაკებაში”,
ნინო ჭიჭინაძე – “სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ფერწერული ხატების მხატვრული სისტემები”,
მარიამ დიდებულიძე – შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში და მათი გადაუდებელი კონსერვაციის აქტუალური საკითხები”.

www.manuscript.ge

Leave a comment
 

“საზოგადოება და ისტორიული გარემო”

20-22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS – Georgia), ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) ერთად მართავს საერთაშორისო კონფერენციას “საზოგადოება და ისტორიული გარემო”.

კონფერენციის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბრიტანეთის საბჭო, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

Leave a comment
 

2010 წელს ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტმა და გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყეს ერთობლივი კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა.

2011 წლის 6-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდა პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები. იაპონელი მეცნიერები შირო სასანო (პროექტის ხელმძღვანელი), იასუჰიტო ფუჯიტა, საჩიკო ჰატორი, ნორიო იოშიმოტო და რიკა ფუჯიტა საქართველოში ჩამოვიდნენ საველე კვლევის ჩასატარებლად და ტექნიკური მონაცემების შესაგროვებლად.  საველე სამუშაოებში, რომლებიც მოიცავდა შენობების აზომვას, სინჯების აღებას, ფოტოგადაღებას და ფოტოგრამეტრიულ ანალიზს, მონაწილეობდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ექვსი თანამშრომელი: მარიამ გაბაშვილი, გიორგი პატაშური, ნათია ნაცვლიშვილი, მანონ ლილუაშვილი, ირინა მანია და ეთერ ედიშერაშვილი. ქართული მხრიდან პროექტის კოორდინატორია ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია.

ერთობლივმა ჯგუფმა იმუშავა ქუთაისში, გელათში, მარტვილში, უბისაში, კაცხში, ქორეთში, ნიკორწმინდაში, ტიმოთესუბანში, წუნდაში, ზედა ვარძიაში, წრომში, სამთავისში, ურბნისში, ყინწვისში, სამწევრისსა და ატენში.

Leave a comment
 

2011 წლის 22-27 აგვისტოს ქ. სოფიაში (ბულგარეთი) ჩატარდა ბიზანტოლოგთა XXII საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 1000-ზე მეტი მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესში მონაწილეობისთვის მიწვეულ იქნენ გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები:

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ლეილა ხუსკივაძე,  გელათის მოზაიკა: სამუშაოთა ორგანიზაცია, ტექნიკა, რესტავრაცია.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარიამ დიდებულიძე. მწვალებლობების წინააღმდეგ მიმართული საღვთისმეტყველო კამათების გავლენა ყინცვისის წმ. ნიკიოლოზის ტაძრის მოხატულობის პროგრამაზე.
ცენტრის თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონგრესის მუშაობაში, მოინახულეს ქ. სოფიას მუზეუმები და კონგრესთან დაკავშირებული გამოფენები. ეწვივნენ ქ. პლოვდივს, ბაჩკოვოს მონასტერს, ბოიანას მონასტერს. კონგრესის მონაწილეებს შორის გაავრცელეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ანოტაციები ამ წიგნების შესახებ. განაახლეს ძველი და დაამყარეს ახალი სამეცნიერო კონტაქტები.

Leave a comment
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ნორვეგიის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის  გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე 2011 წლის 16 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატმა –  რიკსანტეკვარენი ჩაატარა საერთაშორისო სემინარი თემაზე: “ძველი თბილისის მდგრადი განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები”.

სემინარის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორვეგიული გამოცდილების საფუძველზე ძველი თბილისის ისტორიული უბნების განვითარების საკითხების განხილვა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, რომელმაც წაიკითხა მოხსენება “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელშიც განხილული იყო ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა ძველი თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

Leave a comment
 

2011 წლის 8 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირის “რუსული კლუბი”, და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ მოეწყო ცნობილი არქიტექტორის მიხეილ კალაშნიკოვის (1886-1969) 125 წლისთავისადმი მიძღვნილი  საიუბილეო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო არქიტექტორის მიერ შესრულებული ანაზომები, ჩანახატები, უცნობი ფოტოები.  გამოფენის კურატორია გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი თამაზ გერსამია.

მიხეილ კალაშნიკოვის ღვაწლსა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თამაზ გერსამიამ, ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, მიხეილ კალაშნიკოვის  მემკვიდრემ კირილე ფომინმა, სიტყვით გამოვიდნენ გიგა ბათიაშვილი და ლიკა მამაცაშვილი.

ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტის “OLKAS. ეგეოსიდან შავ ზღვამდე – შუასაუკუნეების ნავსადგურები აღმოსავლეთის საზღვაო გზებზე” მომზადებასა და წარდგენაში. პროექტი წარდგენილ იქნა საბერძნეთის მიერ (ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი, თესალონიკი), მონაწილეობენ რუმინეთის, თურქეთის, ბულგარეთის, უკრაინის სამეცნიერო დაწესებულებები. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელი.

2011 წელს პროექტმა გაიმარჯვა ევროკავშირის “შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის” (Black Sea CBC) ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონკურსში.

ამასთან დაკავშირებით ა. წ. 23 მაისს, მთავრობის კანცელარიის შენობაში გაიმართა დაჯილდოება. გამარჯვებულ პროექტებს მადლობის სიგელები გადასცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  ბატონმა გიორგი ბარამიძემ.

Leave a comment
 

2011 წლის 2-5 მაისს თბილისის მერიისა და საკრებულოს თაოსნობით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა თბილისის ეკონომიკური  განვითარების ფორუმი,რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ურბანული დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტები. თბილისის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად მრავალ სხვა საკითხთან ერთად განიხილებოდა ძველი ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების საკითხები და ამასთან დაკავშირებული ამოცანების ჩართვის გზები  ქალაქის განვითარების სტრატეგიაში.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ და თანამშრომლებმა: მანანა სურამელაშვილმა, მარიამ გაჩეჩილაძემ, ციცინო ჩაჩხუნაშვილმა და სხვ

Leave a comment