148

გამოფენა „ხატავენ მუსიკოსები“

2015  წლის 23 აპრილის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი: „ARS GEORGICA“ , გაიხსნა გამოფენა: „ხატავენ მუსიკოსები“

ექსპონირებულია მუსიკოსების: როდამ ჯანდიერის, ჯარჯი ბალანჩივაძის, მაია კანკავას, ანრი ბასილაიას, პაკო გუკასოვის, შორენა ბოლქვაძის, თემო მათურელის, იზა ნადირაძის, დინი ვირსალაძის, არტიომ ალაბულიანცის, მზექალა ბერძენიშვილის, ანი მელიქიძის, გალინა ბანდურას ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი).

გამოფენა გრძელდება 11 მაისამდე.
მისამართი: ათონელის ქ. N 9

Leave a comment
 

18 თებერვალს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა დალი მუხაძის პერსონალური გამოფენა

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში “Ars Georgica” , 9 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნა გამოფენა: “ხელოვნებათმცოდნეთა სახეები XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში”.

წარმოგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა პორტრეტები, რომლებიც შესრულებულია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ. წარმოდგენილია:

ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, პეტრე ბლიოტკინის, დუდა გაბაშვილის, ჟანი მეძმარიაშვილის, გიორგი ჯაშის, ირაკლი ოჩიაურის, ირაკლი თოიძის, რობერტ სტურუას, ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, თემურ მაჭავარიანის, თამაზ ხუციშვილის, სოსო წერეთლის, გივი თუმანიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, ლევან ჭოღოშვილის, კარლო კაჭარავას, ოლეგ ქოჩაკიძის, ვახტანგ ონიანის, ნოდარ აფციაურის, ავთანდილ პოპიაშვილის, ბესარიონ არბოლიშვილის, ცისია კილაძის, ვახტანგ და გოგი ხოშიარიას,  ასმათ ოქროპირიძის, დოდო ჭიკაიძის, ნიკუშა შენგელაიას,  დიანა ყიფიანის, ბესო ებრალიძის  ნამუშევრები.

გამოფენა გრძელდება 2015 წლის 30 იანვრამდე

Leave a comment
 

2014 წლის 18 ნოემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში – “Ars Georgica” შედგა მხატვარ გრაფიკოსის, ფერმწერისა და მოქანდაკის დავით (დუდა) ალექსანდრეს ძე გაბაშვილის (1914-1995) დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

გამოფენა გახსნა ჩუბინასვილის ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა მარიამ დიდებულიძემ, მოსაგონარი  სიტყვით გამოვიდა გამოფენის კურატორი ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე, მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვნების შესახებ ისაუბრა ბატონმა გიორგი ხოშტარიამ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო  გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები: ნატურმორტები, წიგნის გაფორმების ნიმუშები, ექსლიბრისები, პლაკატები, აბსტრაქტული კომპოზიციები.
მხატვრის ნამუშევრები ინახება: საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, მხატვრის ოჯახში.
მასზე:

გაბაშვილი დ.ა. ბუკლეტი. სერია „საქართველოს მხატვრები“, თბ., 1958
კარბელაშვილი მ., მხატვარ დავით  გაბაშვილის შემოქმედება. „Aრს Gეორგიცა“, სერია B, ტ.6, 1964, გვ. 25-50, რეზიუმე ფრანგულ ენაზე; (სტატიის ელექტრ. ვერსია იხ. საიტზე: გეორგიანარტ.გე)
გაჩეჩილაძე მ. დავით გაბაშვილი – 100, ელ.ჟურნალი – Aრს Gეორგიცა“, სერია B, 2014
ხოშტარია გ., დავით გაბაშვილი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა. თბ., 2000, ტექსტი – ქართ. და ინგლ. ენებზე

Leave a comment
 

2014 წლის 25 ივნისს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნააკადემიკოს ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა,რომელზეც წარმოდგენილია მისი გრაფიკული ნამუშევრები: არქიტექტურული ჩანახატები და კარიკატურები.

გამოფენის გახსნას დაესწრენ ვახტანგ ბერიძის შვილები: არქიტექტორი რევაზ ბერიძე და მუსიკოსი მაია ბერიძე; მათი შვილები და შვილიშვილები.

Leave a comment
 

2014 წლის 27 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გამოფენა ქართული ფრესკააღდგომა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების: მერაბ აბრამიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ფერწერული ნამუშევრები და გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის ფოტო-ლაბორატორიის საილუსტრაციო მასალა, მაღალი ხარისხის ფოტოები – ქართული საეკლესიო მონუმენტური მხატვრობის, ხატების, მინიატურებისა  და ოქრომჭედლობის ნიმუშების ამსახველი გამოსახულებები: გელათის ღვთისმშობლისა და წმიდა გიორგის ტაძრის,  ყინცვისის, კაცხის ტაძართა, დავით-გარეჯის მონასრტის ფრესკების, წყაროსთავის ოთხთავის, იშხნის საწინამძღვრო ჯვრისა და ა.შ.

გამოფენაზე მიწვეული იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტერესი  ილია II და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

Leave a comment
 

ცნობილი ქართველი მეცნიერისა და  კერამიკოსის ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონფერენცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართება ცნობილი ქართველი მეცნიერისა და  მხატვრის, ქართული კერამიკული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონფერენცია. ზაქარია მაისურადძე მიეკუთვნება ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამფუძნებელთა რიცხვს.

მისი პედაგოგიური მუშაობა,  სამეცნიერო შრომები შუა საუკუნეების ქართული კერამიკული ხელოვნების თაობაზე, ისევე როგორც მისი მოღვაწეობა ამ დარგის ტექნოლოგიურ-პრაქტიკული პრობლემების კვლევაში საფუძვლად დაედო ქართული კერამიკის განვითარებას ახალ დროში.
გამოფენა გახსნა 28 აპრილს 17:00 საათზე.

წარმოდგენილი იქნა ზაქარია მაისურაძის კერამიკული  პანოები,  ნაკეთობანი და შუა საუკუნეების პლასტიკიის ნაწარმოებების ასლები.

ზაქარია მაისურაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა 29 აპრილს (11:00-16:00 სთ.) და დაეთმო ქართული თანამედროვე პროფესიული კერამიკის პრობლემებს.

Leave a comment
 

26 დეკემბერს, 17:00-ზე

საახალწლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო:
მარიამ გაჩეჩილაძის, მარიამ დიდებულიძის, ცისია კილაძის, დალი ლებანიძის, სამსონ ლეჟავას, მაია მანიას, დალი მუხაძის, ასმათ ოქროპირიძის, მზია ჩიხრაძის, გიორგი ხოშტარიას ნამუშევრები

Leave a comment