26 ნოემბერს, 17. 00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის გალერეაში გაიხსნა საიუბილეო ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა სერგო ქობულაძის სახელობის ქართული ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ლაბორატორიის სლაიდოთეკაში დაცული, კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშთა ფოტოები და თემატური ბანერები, რომლებზედაც წარმოდგენილია ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის მიერ თავისი არსებობის მანძილზე განხორციელებული ექსპედიციების ამსახველი შავ – თეთრი ფოტოების რეტროსპექტური რიგი, აგრეთვე ლაბორატორიის დამაარსებელთა და ცნობილ ფოტოხელოვანთა პორტრეტები.
გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირა. ექსპოზიციის დათვალიერების მსურველთათვის შესვლა თავისუფალია. გალერეა ღიაა 12.00 საათიდან – 18. 00 საათამდე.
30-31 ივლისს ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პირველი გამოფენა. ფოტო-გამოფენა ეძღვნებოდა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობას.
გამოფენა ორგანიზებულ იქნა ახალგაზრდული ორგანიზაციის “ახალგაზრდები ხელოვნებისთვის” მიერ. ორგანიზატორი- ლევან ამირანაშვილი.
გამოფენას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ბესიკ მაცაბერიძე, ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ქ-ნ იაროსლავა პეტროვა, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი, ცენტრის თანამშრომლები, თბილისის სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები.
2013 წლის 23-26 მაისს გაიმართა (ექსპო ჯორჯიას მე-52 პავილიონი) თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა მის მიერ ბოლო წლებში გამოცემული წიგნები.
რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა (XIX ს.- XX ს. -ის 30 წწ.)
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ გაჩეჩილაძე
შემსრულებელთა ჯგუფი: მარინა მეძმარიაშვილი, თამარ ბელაშვილი, გიორგი პაპაშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
თბილისი 2013
2012 წლის 24-27 მაისს გაიმართა (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი) თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა მის მიერ გამოცემული როგორც უახლესი ისე წინა წლებში გამოცემული წიგნები.
9 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „SALVE“. გამოფენაზე წარდგენილი იყო ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების ინტერიერების ამსახველი 200-მდე ფოტო: არქიტექტურული დეკორი, ცხაურები, ვიტრაჟები, იატაკის მოაზაიკური ორნამენტები და სხვადასხვა სტილის კედლისა და პლაფონების მოხატულობა: ფსევდო კლასიკური, ორიენტალური, მოდერნი. ევროპის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებთან ერთად, სადარბაზოს კედლებზე ადგილობრივი მოტივებიც იყო ასახული – მთაგორიანი პეიზაჟები, სცენები სოფლის ცხოვრებიდან და ა. შ.
გამოფენის ავტორები არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მარინა მეძმარიაშვილი, ცისია კილაძე, თამაზ გერსამია.
გამოფენა ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში და დაფინანსდა ქალაქის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ.













