სეზონური სკოლა

ა/წ 28 მაისს – 6 ივნისს თბილისში ჩატარდა საზაფხულო სკოლა პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის, ხელმძღვანელი ­- დარგის ცნობილი ექსპერტი პროფ. დონოვან რიპკემა.  საზაფხულო სკოლა განხორციელდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს იკომოსის მონაწილეობით. 31 მაისს სტუდენტთა ჯგუფი ეწვია გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრს.  ცენტრის მთავარმა თანამშრომელმა მაია მანიამ წაუკითხა ლექცია ქ. თბილისის არქიტექტურაზე მის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მარიამ დიდებულიძემ გააცნო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის ისტორია, მისი ამოცანები, სამეცნიერო კვლევის მიმართულებები, დაათვალიერეს ცენტრის ბიბლიოთეკა, ფოტო-არქივი. ამერიკელ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ  ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “Ancient Georgian Art”  
Leave a comment
 

ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი ეწვია წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერს “ჩაკიდული თხემები”, რომელიც თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ საუკეთესო ქმნილებად არის მიჩნეული. მეცნიერთა ჯგუფს მასპინძლობდა მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი, რომელიც არის ამ პროექტის ავტორი. მან დაათვალიერებინა ხელოვნებათმცოდნეებს მონასტრის ეკლესიები, სენაკები, ბიბლიოთეკა, ხატწერის სახელოსნო და სხვა სათავსები და გააცნო მომავალი განვითარების გეგმები.

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა და ახალი გამოცემების პრეზენტაცია. 2011 წლის 1 აპრილი.

Leave a comment
 

29.12.17-12.01.18
გამოფენა მიეძღვნა მხატვარ ჯემალ ლოლუას დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ჯემალ ლოლუა (1932-2001), ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ე.წ. 50-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი როლი შესარულა XXს.-ის ქართული დაზგური გრაფიკის განვითარების ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მოღვაწეობა წიგნის გრაფიკის, პლაკატის, კარიკატურის შრიფტისა და ექსლიბრისის მიმართულებით.

 

 

 

 

Leave a comment
 

17.10.2017 – საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით, ცენტრმა უმასპინძლა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენას.
გამოფენის შემდგომ მოეწყო ვორქ-შოფი, სადაც ავტორმა თავად ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და მეტი თვალსაჩინოებისათვის შეკრებილთ ეტაპობრივად უჩვენა თუ როგორ მუშაობს მასალაში.

Leave a comment
 

13.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ერმილე მაღრაძემ წარმოადგინა მოხსენება –  ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიისა და მასალების შესახებ.

Leave a comment
 

6.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ნიკა ვაჩეიშვილმა, ელოშვილმა და მათმა ტექნიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა მოხსენება “კულტურული მემკვიდრეობა და მისი გარემო” განხილულ იქნა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კვლევის და რესტავრაციის დროს.

Leave a comment
 

22.11.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რუტგერსის უნივერსიტეტის პროფესორის ერიკ თრუნოს ლექცია “ყოვლად თვალი”, ფიქრები ადრე შუასაუკუნეების აფსიდებში არსებული ქრისტეს გამოსახულებების შესახებ.

Leave a comment