2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა შეხვედრა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს საგანმანათლებლო ბროშურები:

“ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის” და “რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის, ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს”.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ მაცაბერიძე.
ბროშურები მომზადდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში. დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლალი ანდრონიკაშვილი, მარიამ დიდებულიძე, დიმიტრი თუმანიშვილი. მხატვარი: დიმიტრი ანთაძე.

წარმოდგენილი ბროშურების გამოცემის მიზანია ყმაწვილებს განემარტოთ, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეში.
ბროშურა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა, მათ შეიძლება თავისივე რეგიონში არსებული ბევრი უცნობი ძეგლი გამოავლინონ, რისთვისაც გამოადგებათ ბროშურაში მოცემული რჩევები.განსაკუთრებით აქტუალურია უფროსკლასელთათვის რჩევების მიცემა მათივე რეგიონში, ან უბანში არსებული ძეგლების (განსაკუთრებით უცნობი) აღნუსხვასთან დაკავშირებით: ჩახატვა, ფოტოგრაფირება, წარწერების გადმოხატვა და ფიქსაცია, ძეგლის აღწერა, მოსახლეობაში არსებული გადმოცემების ან სხვა სახის ცნობების შეგროვება და სხვ.ბროშურები რიგდება როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და სახელოვნებო სასწავლებლებში.

Leave a comment
 

2010 წლის 13 აპრილს თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამართული ღონისძიებები მიეძღვნა სამხატვრო აკადემიის პედაგოგის, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომლის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის დიმიტრი თუმანიშვილის  60 წლისთავს.

დისკუსიაში თემაზე “ქართული კულტურის იდენტურობის საკითხისათვის” მონაწილეობა მიიღეს: გია ბუღაძემ (სამხატვრო აკადემიის რექტორი), ანი კლდიაშვილმა, ასმათ ოქროპირიძემ, დიმიტრი თუმანიშვილმა, მარიამ დიდებულიძემ (გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი), ლეილა ხუსკივაძემ, ლიკა მამალაძემ, სამსონ ლეჟავამ, ლელა იაკობაშვილმა, ნინო ღაღანიძემ.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იუზა ხუსკივაძემ წარადგინა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნი – “გზაჯვარედინზე”.

დიმიტრი თუმანიშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ლეილა ხუსკივაძემ.

Leave a comment
 

2009 წლის 1 აპრილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ახალი გამოცემების პრეზენტაცია. 2009 წლის 1 აპრილი.

 

Leave a comment
 

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ 2008 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაცია

2009 წლის 1 აპრილს გალერეა “კოპალაში” (ძმები ზუბალაშვილების ქ. N7) გაიმართა
გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის მიერ 2008 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

2008 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო საგამომცემლო საქმიანობის თვალსაზრისით. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრმა გამოსცა შემდეგი წიგნები:

1.     მცხეთის ჯვარი (დ. თუმანიშვილი, თ. ხუნდაძე, დ. ხოშტარია)
2.     დავით გარეჯის მონასტრები (ა. ვოლსკაია, დ. თუმანიშვილი, მ. ბულია)
3.     ქართული ქრისტიანული ხელოვნება (დ. თუმანიშვილი, მ. დიდებულიძე,
კ. მაჩაბელი, ნ. ჭიჭინაძე, ა. ოქროპირიძე, ლ. ხუსკივაძე, თ. საყვარელიძე, მ. კეცხოველი)
4.     ზარათის ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა (ი. ხუსკივაძე, ფ. დევდარიანი)
5.     რაჭა: 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები (ნ. ლაღიძე, ლ. წილოსანი,
ე. გედევანიშვილი, ნ. ვაჩეიშვილი,  თ. ხუნდაძე, ი. ხუსკივაძე)
6.     თბილისური სადარბაზოები (ც. კილაძე, მ. მეძმარიაშვილი, თ. გერსამია)
7.     თეატრის მხატვრობა  – 1920-1950. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის
კოლექცია (დ. ლებანიძე, ე. თუმანიშვილი, მ. ოკლეი)
8.     ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის (ლ. ანდრონიკაშვილი, მ. დიდებულიძე,
დ. თუმანიშვილი)
9.     რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს
(ლ. ანდრონიკაშვილი, მ. დიდებულიძე,  დ. თუმანიშვილი)
10.   ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო დოკუმენტები კულტურული
მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია-კონსერვაციის სფეროში
(ინგლისურიდან თარგმნეს მ. მაისურაძემ, მ. დიდებულიძემ და ქ. მიქელაძემ)
11.   სახსოვარი (ლ. კიკილაშვილი)
12.ქართულ-აფხაზური ალბომი (პ.ქურდოვანიძე, რედაქტორ-შემდგენელი ხ.ჭურღულია)
13.   Ancient Georgian Art (მ. დიდებულიძე, დ. თუმანიშვილი)
14.   Law of Georgia on Cultural Heritage Protection (ქართულიდან თარგმნა ნ. მატარაძემ)

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურის ძეგლების ფოტოსურათები
გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის ს. ქობულაძის სახ. ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიიდან.

პრეზენტაცია მოეწყო მაგთი-ჯგუფის მხარდაჭერით.

Leave a comment
 

18 მარტს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომლის მაია მანიას წიგნის – “თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, ისტორია და არქიტექტურა”- პრეზენტაცია. წიგნი გამოვიდა  გოეთეს ინსტიტუტის თანადგომით.

Leave a comment