გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 70 წლისათვისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში 2011 წლის 7 ნოემბერს გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ლეონიდე (ლეო) შერვაშიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ღონისძიებას წარუძღვა ქ-ნი ასმათ შერვაშიძე. ლეო შერვაშიძის ღვაწლზე ისაუბრეს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლებმა: ქ-ნებმა კიწი მაჩაბელმა დამარიამ დიდებულიძემ. სიტყვით გამოვიდნენ ბ-ნები ვახტანგ ჯაფარიძე და გიორგი ანჩაბაძე.
საიუბილეო საღამოს დასასრულს, ლეო შერვაშიძეზე ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
საიუბილეო საღამოს მოწყობაში მონაწილეობდნენ: ჰერალდიკის სახლი, საქართველოს თავადაზნაურთა დარბაზი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი
საერთაშორისო კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
2011 წლის 27-28 ოქტომბერს, გოეთეს ინსტიტურის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. თემაზე: “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
კონფერენციის თემის იდეის ავტორი: ნანა ყიფიანი;
პროექტის ავტორი, მენეჯერი: მზია ჩიხრაძე;
საორგანიზაციო საბჭო: მარიამ დიდებულიძე, მარიამ გაჩეჩილაძე, მარიანა ოკლეი, თამარ ბელაშვილი, ლევან ზედგინიძე;
სარედაქციო საბჭო: დიმიტრი თუმანიშვილი, მარინა მეძმარიაშვილი, ელენე თუმანიშვილი, მარინე ყენია.
კონფერენცია მოეწყო: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით
გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 32-მა მეცნიერმა. ქართველებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ამერიკელი და რუსი მეცნიერები: მერი ქეი ჯუდი თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაცია, აშშ; თალინ გრიგორი ბრენდის უნივერსიტეტი, აშშ; პეტერ როლბერგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ; სვეტლანა ხრომჩენკო მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმი, რუსეთი; ნინა გეტაშვილი ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის რუსეთის აკადემია, რუსეთი.
უფრო ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge
9 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „SALVE“. გამოფენაზე წარდგენილი იყო ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების ინტერიერების ამსახველი 200-მდე ფოტო: არქიტექტურული დეკორი, ცხაურები, ვიტრაჟები, იატაკის მოაზაიკური ორნამენტები და სხვადასხვა სტილის კედლისა და პლაფონების მოხატულობა: ფსევდო კლასიკური, ორიენტალური, მოდერნი…… ევროპის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებთან ერთად, სადარბაზოს კედლებზე ადგილობრივი მოტივებიც იყო ასახული – მთაგორიანი პეიზაჟები, სცენები სოფლის ცხოვრებიდან და ა. შ.
გამოფენის ავტორები არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მარინა მეძმარიაშვილი, ცისია კილაძე, თამაზ გერსამია.
გამოფენა ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში და დაფინანსდა ქალაქის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ.
არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიკოსთა პირველი ქართულ-იაპონური უორკშოპი
ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში, გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა ცენტრმა და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტმა მოაწყვეს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიკოსთა პირველი ქართულ-იაპონური უორკშოპი. ის ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონურ ცენტრში.
უორკშოპი გახსნეს გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა შირო სასანომ. უორკშოპზე მოხსენებით წარდგა გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ორი თანამშრომელი. ნათია ნაცვლიშვილის პრეზენტაცია ეხებოდა კათოლიკურ ეკლესიებს საქართველოში. ირინა მანიამ მიმოიხილა თბილისის ქარვასლები.
მეორე უორკშოპი ჩატარდება 2013 წელს ტოკიოში.
“ქვის არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდო 2011”, ვერონა, იტალია
2011 წლის 24 სექტემბერს ქ. ვერონაში (იტალია) 46-ე “Marmomacc”-ის: მარმარილოს, ქვისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საზეიმო გადაცემა. საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში ჯილდო გადაეცა პროექტს “სვანური კოშკები – საქართველო”, რომელიც წარდგენილი იქნა იტალიური მხარის მიერ.
“ქვის არქიტეტურის საერთაშორსო ჯილდოს” კურატორის, ბატონ ვინჩენცო პავანის მომართვის სფუძველზე პროექტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი პატაშურმა, რომელმაც მოამზადა და გაუგზავნა პროექტის ჯგუფს სვანური კოშკების ანაზომები, ნახაზები, დასახლებათა გენ-გეგმები, ფოტომასალა, ტექსტური ნაწილი ინგლისურ ენაზე.
პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” შეტანილია გამარჯვებული პროექტების კრებულში: “Glocal Stone, 2011”
დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა.
გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა დაავალა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელს გიორგი პატაშურს, რომელიც იკვლევს სვანეთის ხუროთმოძღვრებას, მოემზადებინა მოთხოვნილი მასალა: სვანეთის მოკლე ისტორია, კოშკების სახეობები, ნახაზები (გეგმები, ჭრილები), კოშკებიანი დასახლებების გენ-გეგმები, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, საარქივო და ახალი ფოტომასალა და სხვ. ყოველივე ითარგმნა ინგლისურად და გაიგზავნა იტალიაში ზუსტად ერთი თვის თავზე, ივლისში. გამოყენებული იქნა საქართველოს იკომოსის მასალებიც.
სექტემბერში კი გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა მიიღო შეტყობინება ბატონი პავანისგან, რომ პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” დასახელებულია გამარჯვებულ პროექტად “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა.





























