12-22.09.2017 – კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ინიციატივითა და გეტის ფონდის (აშშ) დაფინანსებით მოეწყო კვლევითი სემინარი “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში”. წელს სემინარი ჩატარდა საქართველოში და ისევე, როგორც წინა წლებში, მასში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრის თანამშრომლები.
25.08.17-3.09.17 ცენტრში განხორციელდა ერთობლივი საზაფხულო სკოლის სწავლების კურსი, სადაც ცენტრის თანამშრომლები და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორები მიკელე ბაჩი, ბარბარა შელევალდი, მანუელა სტუდერი, თომას კაფენბერგერი, ატარებდნენ საუბრებს და გასვლით ღონისძიებებს საქართველოს სხვადსახვა რეგიონში არსებულ ძეგლებზე. სტუდენტები, რომლებიც ასევე ფრიბურგიდან იყვნენ ჩამოსულები, სპეციალურად ამ საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოგზაურობდნენ, თავიანთ პედაგოგებთან და ცენტრის თანამშრომლებთAნ ერთად საქართველოს რეგიონებში, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლების სანახავად.
8 -14.09.2017 – ჩატარდა კურტოს ინსტიტუტის მიერ, გეტის ფონდის დაფინანსებით ორგანიზებული მორიგი სამოგზაურო-კვლევითი სემინარი ციკლიდან “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში” (Travelling Research Seminar Crossing Frontiers: Christians and Muslims and Their Art in Eastern Anatolia and the Caucasus). ამ სემინარში, როგორც სემინარის უმცროსმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრის თანამშრომლებმა – ნ.ნაცვლიშვილმა და ნ.ჩიტიშვილმა.
12.06.17 – 12.07.17
მოეწყო ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გოგი ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა.
5.06.2017 – ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და წაკითხულ იქნა ინტერდისციპლინური სემინარი: სოცრეალიზმი, როგორც ფენომენი: ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართების პრობლემა. მომხსენებელი – ნ.ციციშვილი
ა/წ 22-23 მაისს ქ. ფრიბურგში (შვეიცარია), ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურული ურთიერთგავლენები შუა საუკუნეების საქართველოში”, რომელიც მოეწყო ფრიბურგის უნივერსიტეტში, პროფესორ მიქელე ბაჩის თაოსნობით. კონფერენციაზე მოხსენებების წასაკითხად მიწვეულნი იყვნენ ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები ე. გედევანიშვილი მ. დიდებულიძე და ნ. ჭიჭინაძე.
22.05.17 – 31.05.17
ექსპონირებული ფოტოები გადაღებულია 2014-1916 წწ.-ში. ფოტოგრაფ ელენე შეიბახის ნამუშევრების ეს გამოფენა მიეძღვნა კონკრეტულად უფლისციხის თემას. ხელოვანმა წარმოადგინა ფოტოები, რომელთაც თან დაურთო დამოკიდებულებისა და კონცეფციის განმსაზღვრელი მთავარი თემა. გარემო სადაც დრო გაჩერებულია.
10.05.2017
პატარა მთის სოფელ ნოვიცაში, უკვე წლებია ტარდება ღონისძიებები, რომელთა მიზანიც პოგრანიჩიას რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაა. ხატმწერთა საერთაშორისო სემინარის გამართვა მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიცნეს მხატვრები, რომლებიც საეკლესიო მხატვრობის ტრადიციას აგრძელებდნენ პოლონეთში, ასევე ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის საკრალური ხელოვნების კათედრის კურსდამთავრებულები. ამ სემინარის ფარგლებში შეიქმნა და დაიწერა ბევრი ახალი ხატი. შწორედ ამ ნამუშევრებს უმასპინძლა ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო სივრცემ. ღონისძიება პოლონეთის საელჩოს ეგიდით მიმდინარეობდა და ექსპოზიციამ, რამდენიმე კვირას გასტანა.



